ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Booking”-თან ერთად ტრენინგი გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა „Booking”-თან თანამშრომლობით განთავსების ობიექტების პერსონალისთვის ტრენინგი გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადამზადების კურსი თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. ტრენინგში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა შემდეგ საკითხებს : როგორ განათავსოთ თქვენი სასტუმრო მთავარ ტურისტულ პლატფორმაზე-(Booking,com) Booking- თან მუშაობის პრინციპები, Booking- ის ბრენდები და საიტები, სასტუმროს მარკეტინგი და ანალიტიკა.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Booking.com-თან ერთად აგრძელებს სატრენინგო პროგრამას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად გადავამზადეთ 200-მდე ადამიანი თბილისში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანებს საშუალება მიეცათ მიეღოთ ახალი უნარ-ჩვევები თუ როგორ უნდა მოახდინონ ახალი პროდუქტის რეალიზება და პოზიციონირება გაყიდვების პლათფორმაზე.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად