ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ანგარიში წარადგინა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 2019 წელი შეაჯამა და საზოგადოებას 2020 წლის გეგმები გააცნო. ინფორმაციას ადმინისტრაცის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებაზე ბიუროს წევრი 50 ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. 2020 წელს საკონვენციო ბიურო სიახლეებით და ახალი პროექტებით აგრძელებს საქმიანობას.

“2019 წელი საკმაოდ პოზიტიური შედეგებით შეჯამდა, რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებას, დღეს დიდი დრო დაეთმო კერძო სექტორთან პირდაპირ დიალოგს, იმის შესახებ, 2020 წელს ერთობლივად თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა შესაბამისი ბიუჯეტით, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მოიწონეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ 2019 წელს ერთობლივი ძალებით მოვიზიდეთ კიდევ უფრო მეტი საერთაშისოკონფერენცია და კონგრესი, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ბიზნესის კეთილდღეობაზე, როგორც კვების, ასევე განთავსების ობიექტებსა და სატრანსპორტო ბიზნესზე. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინები 2020 წლის მიმართ ბევრად უფრო პოზიტიურია და რა თქმა უნდა ჩვენ საერთო ხედვით და სამოქმედო გეგმით კერძო სექტორთად ერთად აღნიშნულის განხორციელებას შევუდგებით.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ასოციაციებისა და კორპორატიული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით, თანადაფინანსების პროგრამა შექმნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეტი საერთაშორისო ხასიათის შეხვედრის/ღონისძიების მოზიდვას.

წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ღონისძიებების გამართვას გეგმავს გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში. 2020 წლის ივნისში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესია გაიმართება. მასშტაბურ ღონისძიებას საბჭოს 40-მდე წევრი ქვეყნის ტურიზმის მინისტრი და
300-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

2019 წელს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და B2B ფორმატის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

2019 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მხარდაჭერით, პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ. საკონვენციო ბიუროს ორგანიზებით საქართველოში საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგები, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.

საკონვენციო ბიუროს თანაორგანიზებით, 2019 წელს საქართველოში გამართულ კონფერენციებსა და სემინარებში მსოფლიოს 100-ზე მეტიქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად