ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე  საქართველო შესახებ რეპორტაჟი დაანონსდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი დაანონსდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

რეპორტაჟი CNN-ზე 14 სექტემბერს გადაიცემა. რეპორტაჟის ანონსი კი CNN-ის ეთერით ყოველდღიურად ტრიალებს.

Destination Georgia – წარმოადგენს კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილს, 14 მილიონიანი აუდიტორიით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia”  დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება კურორტები და კულინარია არის აღწერილი.

CNN-ზე  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება ივნისიდან დაიწყო. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია  ტელეკომპანია CNN-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. სარეკლამო კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს შესახებ რამდენიმე საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს CNN  თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად