A1 ბანერი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა. Google უკრაინის ხელმძღვანელთან დმიტრო შოლომკოსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვას და ახალ მიზნობრივ ბაზრებზე კორპორაციასთან აქტიურ თანამშრომლობას.

“დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა Google-ის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ჩვენ უფრო მეტად მოვახდენთ ბაზრების იდეტიფიცირებას და მიზნობრივი აუდიტორიებისთვის მარკეტინგული არხებით საჭირო შეტყობინების მიწოდებას, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა შეძლოს.” – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

“დღეს ჩვენ ბევრ ახალ იდეაზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგული კამპანიის დროს მომზადდება მონაცემთა ბაზა, ჩატარდება კვლევა და გაანალიზდება თუ რა ტიპის ტურისტები გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას, რა მიზნით ჩამოდიან ისინი თქვენს ქვეყანაში და რა კონკრეტული სარგებელი დარჩება საქართველოს ეკონომიკას. ამ ყველაფერს მსოფლიოში ბევრი კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს. ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგი პროექტი იქნება საქართველოსთვის.” – განაცხადა Google Ukraine-ის ხელმძღვანელმა დმიტრო შოლომკო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...