ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ჩვენს პრიორიტეტებში მთავარი კომპონენტი უსაფრთხოებაა

ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“უსაფრთხო დერეფანი შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის შედგება მოლაპარაკება და მოლაპარაკება თუ როგორ უნდა მოხდეს ორივე ქვეყნიდან მგზავრთ ნაკადების გადინება და შემოდინება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა უზრუნველყოთ უსაფრთხოების პრევენციის ნორმები. რა თქმა უნდა ყველა ქვეყანასთან მიდგომა იქნება ინდივიდუალური, ყველა ქვეყანასთან ხდება იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაცვლა. 1 ივნისი არის ის დრო, როდესაც იხსნება საერთაშორისო საზღვრები, თუმცა ის იხსნება იმ პრინციპით, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო კონცეფციის შეჯერებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენს პრიორიტეტებში უსაფრთხოება იყოს ყველაზე მეტად წინ წამოწეული კომპონენტი”, – აღნიშნა მარიამ ქვერივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად