ტურიზმის ადმინისტრაციამ ბალტიისპირეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო.

კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალრეიტინგულ სატელევიზიო არხებით გადაიცემა.

კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ მედიას, ასევე გარე ბანერებს. ადმინისტრაციის ახალი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გავლენიანი და პოპულარული ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვევიან, რომლებიც საქართველოს შესახებ ვრცელ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ. სარეკლამო კამპანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში წლის
ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...