ტურიზმის ადმინისტრაცია: ევროპის ქვეყნებში საქართველოს საიმიჯო რგოლი ტრიალებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ახორციელებს მასშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram). ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციის ოფიციალური ტურისტული გვერდიდან  Georgia Travel , მიზნობრივ ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, საქართველო) საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი –  #EmotionsAreGeorgia გაეშვა. ვიდეო-რგოლი დაფუძნებულია რეალური ადამიანების მიერ სოციალურ მედიაში საქართველოს შესახებ გაზიარებულ პოსტებზე.  სოციალური მედია კამპანია ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად