ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა

ტურისტული სეზონი სანაპირო ზოლზე მაშველებმა გახსნეს. წელს პირველად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ქალი მაშველებიც იზრუნებენ. ასევე სიახლეა მაშველი დრონიც, რომელიც შტორმის დროს სამაშველო კამერას მოქალაქეს ზღვაში დისტანციურად მიაწვდის. დღესვე მოეწყო დრონით ადამიანის გადარჩენის სიმულაციაც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დააჯილდოვა ყველაზე წარმატებული სამი მაშველიც. მანუჩარ წულუკიძემ, იგორ აზნაურაშვილმა და ანრი ნემსაძემ გასულ სეზონზე 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დამსვენებლების უსაფრთხოებაზე მთლიანობაში აჭარის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია.

ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დაგეგმილია მუსიკალური პროგრამები და შოუები. “ზაფხული იწყება აქ” სლოგანით აჭარის ტურიზმის სააგენტო ზაფხულის ფესტივალს ყოველ წლიურად მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...