ტურისტებთან თაღლითობის გამო რომის რესტორანი 5000 ევროთი დაჯარიმდა

ორმა იაპონელმა ტურისტმა სოციალურ ქსელში მათ მიერ რომის ერთ-ერთ რესტორანში მოკრძალებულ სადილში გადახდილი უზომოდ დიდი თანხის დამადასტურებელი ქვითარი გამოქვეყნეს.

ქვითარში არაა დაკონკრეტებული რა მიირთვეს ტურისტებმა, თუმცა უკვე იმ ფაქტმა, რომ ოფიციანტის მომსახურების თანხად მათ 80 ევრო უანგარიშეს, სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია.

ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ფოტო უყურადღებოდ ვერ დატოვა რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე რესტორან Antico Caffè di Marte ადმინისტრაციამ. მათ თქმით, ორმა ტურისტმა ეს თანხა არა მხოლოდ ორ თეფშ სპაგეტში და ორ მინერალურ წყალში გადაიხადა, არამედ სპაგეტთან ერთად მათ ახალი თევზიც მიირთვეს, ხოლო რაც შეეხება ოფიციანტის გასამრჯელოს, ეს არაა სავალდებულო გადასახდელი.

მომხდარი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია რომის ხელისუფლების უფლებამოსილ პირებს. კომისარმა ჯანკარლო დეიდამ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქმედება, რომელიც არ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი კლიენტების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებათ ტურისტებს, აუცილებლად იქნება განხილული მათ მიერ. “ის, რაც მოხდა იაპონელ ტურისტებთან მიმართებაში, ძალიან სერიოზული დარღვევაა”

იტალიური პრესის ცნობით, რესტორანი ნახევარი დღით იყო დაკეტილი და მისი მეპატრონე 5 000 ევროთი დააჯარიმეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად