ტურის ცენტრალურ შეხვედრებში „ტოტენჰემმა” „მანჩესტერი სიტი” დაამარცხა, „ლივერპულმა” კი „ლესტერი” (ვიდეო)

პრემიერლიგაში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა 21 ნოემბერს ლონდონში გაიმართა.

ლონდონში, „უაით ჰართ ლეინზე“, ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემ ჰოტსპური” ხოსე გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის” მასპინძლობდა. შეხვედრა სტუმართა დიდი ტერიტორიული უპირატესობით (ბურთის ფლობა 66%) მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს, შეტევაში კი შესანიშნავად გამოიყენეს თავის შანსი და მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძელთა კორეელმა ფორვარდმა ჰიუნ-მინ სონმა გახსნა. 65-ე წუთზე კი შეცვლაზე 45 წამის წინ შესულმა არგენტინელმა ჯოვანი ლო ჩელსომ მეორე გოლი გაიტანა.

22 ნოემბერს გამართულ კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ლივერპულსა” და „ლესტერს” შორის შარშანდელმა ჩემპიონმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

ანგარიში 21-ე წუთზე ჯონი ევანსის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლით გაიხსნა. 41-ე წუთზე პორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

თამაშის მიწურულს, 86-ე წუთზე კი ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ნიუკასლ იუნაიტედი” – „ჩელსი” 0:2(0:1)
„ასტონ ვილა” – „რაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ” 1:2(0:1)
“მანჩესტერ იუნაიტედი” – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” 1:0(0:0)
„ფულჰემი” – „ევერტონი” 2:3(1:3)
„შეფილდ იუნაიტედი” – „ვესტ ჰემ იუნაიტედი” 0:1(0:0)
„ლიდს იუნაიტედი” – „არსენალი” 0:0

„ბარნლი” – „კრისტალ პალასი” დღეს ითამაშებს, „ვულვერჰემპტონ უონდერერსი” – „საუთჰემპტონი” კი ხვალ.

9 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

„ტოტენჰემ ჰოტსპური” – 20
„ლივერპული”
„ჩელსი” – 18
„ლესტერი” – 18

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად