ტურჩინოვმა სეპარატისტების მძიმე ტექნიკის ზუსტი რაოდენობა დაასახელა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა, რადაში გამოსვლისას, იმ სამხედრო ტექნიკის რაოდენობა დაასახელა, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზეა განლაგებული.

542 ტანკი, 990 ჯავშანმანქანა, 694 საარტილერიო დანადგარი, 4 ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი და 57 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – ეს ის არსენალია, რომელსაც დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები ფლობენ.

გამოსვლისას ტურჩინოვმა ისიც არ გამორიცხა, რომ მოწინააღმდეგემ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განაახლოს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აქტივობის შედეგად, არ გამოვრიცხავ, რომ სრულმასშტაბიანი კონტინენტური ომი დაიწყოს.“ – განაცხადა საბჭოს მდივანმა. 

დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ, პეტრე პოროშჩენკოს ბრძანება 2015 წელს მობილიზაციის სამეტაპიანი გეგმის შესახებ, დაამტკიცა. გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოს 268 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დასამტკიცებლად 226 ხმა იყო საკმარისი. პრეზიდენტმა ბრძანებას გუშინ მოაწერა ხელი. მან დეპუტატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „იმედი მაქვს, რომ უმაღლესი რადა ისეთივე პატრიოტული სულისკვეთების იქნება, როგორც მთლიანად უკრაინის საზოგადოება“ – განაცხადა პეტრე პოროშჩენკომ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად