ტუნისში კომენდანტის საათი 30 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

ტუნისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კომენდანტის საათის 30 დეკემბრამდე გახანგრძლივება, რომლის დროსაც – 05:00 საათიდან 20:00 საათამდე, აკრძალულია ქუჩაში ყოფნა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენდანტის საათის გახანგრძლივების გარდა, სამეცნიერო კომისიამ დაამტკიცა შემდეგი შემაკავებელი ზომები: შენარჩუნებულია ბაზრობების, კონფერენციებისა და შეხვედრების აკრძალვა; კაფეები და რესტორნები მუშაობას წყვეტენ 19:00 საათზე, ხოლო 16:00 საათის შემდეგ მათ ეკრძალებათ ახალი მომხმარებლების მიღება; აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩილიმის მოწევა; დასაშვებია დღესასწაულების, ქორწილებისა და პანაშვიდების არაუმეტეს 30 ადამიანის რაოდენობით; ნარჩუნდება საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეების ტარების სავალდებულო რეჟიმი, ასევე სოციალური დისტანციისა, ხელების დაბანისა და შენობის ვენტილაციის მოთხოვნა.

ზომების დაცვის კონტროლი ევალება რეგიონალურ ხელისუფლებას.

ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების დღიდან, რესპუბლიკაში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 102 991 შემთხვევა, 3 526 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად