ტუნისში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ტუნისში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან, უცნობმა პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი რადიო Mosaique FM იუწყება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მამაკაცი, რომელიც მოტოციკლზე იჯდა, „თვითმკვლელის ქამრის“ მეშვეობით თავს დაესხა უსაფრთხოების ძალების პატრულს, რომელიც აშშ-ის საელჩოს გზაზე იდგა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად