ტუნისის ცენტრში ორმაგი ტერაქტი მოხდა

ტუნისის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ორივე თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. სამიზნე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

პირველი აფეთქება ტუნისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, საფრანგეთის საელჩოსთან ახლოს მოხდა.
Anadolu- ს ცნობით, თავდასხმის სამიზნე პოლიციის ავტომობილი იყო.
სააგენტო France Presse-ს ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განუცხადა, რომ აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მოგვიანებით, სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა.
პორტალ Online-ის ცნობით, მეორე აფეთქება ტუნისის ეროვნული უშიშროების გენერალური დირექტორატის შენობასთან მოხდა.
თავდამსხმელმა შენობის შიგნით შეჭრა სცადა, მაგრამ უსაფრთხოების სამინისტროს თანამშრომლებმა შეაჩერეს. ტუნისის შინაგან საქმეთა მინისტრმა France Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეორე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სააგენტო Anadolu- ს ინფორმაციით, დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად