ტუნისის დედაქალაქის ცენტრში აფეთქება მოხდა

ტუნისის დედაქალაქის ცენტრში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო Reuters სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Business News-ი იუწყება, რომ აფეთქების შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პორტალი Shemsfm-ი ტუნისის შინაგან საქმეტა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად მინიმუმ 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციის თანამშრომელი.

გამოცემის თანახმად, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის შემდეგ მოხდა. მისი მონაწილეები პოლიციის ქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებმაც კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი ორმხრივი სროლისას მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად