ტულაში, მედდამ დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა საბანაო კოსტიუმზე გადაიცვა

ამის შესახებ, რეგიონალურ მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო “რია ნოვოსტი” წერს

შემთხვევა ტულაში, ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა. მედდამ ზედმეტი სიცხისგან თავის არიდების მიზნით ტანზე გაიხადა და ქვედა საცვლების ამარად დარჩენილმა გადაიცვა დამცავი სამედიცინო კოსტიუმი.

დამცავი კოსტიუმი ძალიან გამჭვირვალე აღმოჩნდა და პალატაში შესული მედდა პაციენტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ერთ-ერთმა პაციენტმა მედდას ფოტო გადაუღო, რომელიც შემდეგ ელვის უსწრაფესად გავრცელდა სოციალურ ქსელებით.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების ცნობით, მედდას შენიშვნა მისცეს.

“ტულის საოლქო კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლის მიერ სამედიცინო ტანსაცმლის მოხმარების შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტზე ჯანრთელობის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნების დამრღვევი ინფექციური ჰოსპიტლის მედდის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინალური სასჯელი შენიშვნის სახით”, – აღნიშნეს უწყებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად