“წვიმა, სეტყვა, ქარი”-როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 28 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც, 25-ში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. 25 ივნისს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად