წვიმა და თოვლი-საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

🌡️ქ.თბილისში 19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

❄️ გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...