წვიმა და ძლიერი ქარი-როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

 “6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით”,-გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი.

“6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება,ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

 მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად