წვერმაღალას გზაზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით პარკი გაიხსნა (ფოტორეპორტაჟი)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკთან, წვერმაღალას გზაზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა.

“დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. ეს ჩვენი მხარისთვის და მომავალი თაობისთვის ნამდვილი საჩუქარია”, – ამის შესახებ პარკის გამწვვანების უფროსმა, ნუკრი ჭიღლაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

პარკი ყოველ დღე, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის ღია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად