ცუცქირიძე: ცენტრ პოინტის დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება, საიდანაც ფული ბიუჯეტში შევა

ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა.

„რეალურად ყადაღა მოეხსნა ერთ მიწის ნაკვეთს. ეს არის ის მიწის ნაკვეთი, რომელიც გირაოთი – 250 000 ლარად იყო ჩადებული. რეალურად ამ ქონების ღირებულება დაახლოებით მილიონი ლარია. პროკურატურამ გასაგებად განმარტა, რომ ეს ქონება გაიყიდება აუქციონზე. შემოსული თანხა კი პირდაპირ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში და არანაირი კავშირი არ ექნება დაზარალებულებთან.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, არაფერზე ყადაღა არ არის მოხსნილი. ყველაფერი დაყადაღებულია. ეს განცხადება, ან არასწორად არის გაკეთებული, ან არ ვიცი რას ემსახურება“, – განაცხადა მარი ცუცქირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად