წულუკიანი ჟურნალისტს: „თქვენ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა – მადლობა პოლიციას“ (ვიდეო)

„ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არი მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც, ჩვენ, თქვენ, სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ.
თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ. ალბათ, არ ჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადა ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

“მათ შორის თქვენ(ჟურნალისტებს) გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები. რაც არ მოხდა და კიდევ ერთხელ – დიდი მადლობა პოლიციას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა

ცნობისთვის, თეა წულუკიანი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო პარტიული სიაში №4-ია.

შეგახსენებთ,  21 ოქტომბერს, დაახლოებით 14 :00 საათზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, თავდამსხმელს 43 მძევალის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოთხოვნილ თანხა გადასცა. რის შემდეგ მძევლები გაათავისუფლეს.

გალდავა მძევლებს ჩაენაცვალა და თავდამსხლმა ის კიდევ 2 მძევალთან ერთად ბანკიდან გაიყვანა. მოგვიანებით კი სამივე მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხითან დატოვა და ტყეში გაიქცა. თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად