წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმაზე ცვლილებათა პაკეტს წარადგენს

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

“მე მოგახსენებთ იმ გეგმების შესახებ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ჩემი მინისტრობის შემთხვევაში ექნება დაწყებული ამ პერიოდიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით ჩვენ წარმოვადგენთ არაერთ პაკეტს მნიშვნელოვანი რეფორმებისა. ეს რეფორმები პირობითად ორ ნაწილად იყოფა: პირველი − ეს არის მიმართული საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისკენ საქართველოში და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებისკენ; ხოლო მეორე − არის ადამიანის უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის მიზნის შესრულებისაკენ.

პირველ რიგში, უკვე რამდენიმე კვირაში თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება ცვლილებათა პაკეტი გადახდისუუნარობის სისტემის ძირეული რეფორმის თაობაზე. კანონს ერქმევა „საქართველოს კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“. სათაურიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ძირეული რეფორმა შეეხება სწორედ და აქცენტს გააკეთებს რეაბილიტაციაზე და არა გაკოტრებაზე, როგორც ეს იყო აქამდე.

ჩვენ ძალიან საინტერესო საჯარო კონსულტაციები ჩავატარეთ დაინტერესებულ პირებთან, ბიზნესმენთა ჯგუფებთან და ყველა დიდი მოლოდინით არის განწყობილი ამ კანონისადმი. ჩვენ გვქონდა ერთი საკითხი, რომელიც იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების გადასაჭრელი იყო. ეს საკითხებიც გადაიჭრა ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ და ეს რეფორმა უკვე წარდგება, როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენ წინაშე ძალიან მალე.

ასევე, ჩვენ შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას. ეს არ იქნება ამავე პაკეტის ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით იქნება თქვენ წინაშე წარმოდგენილი. აქვე მინდოდა, უკვე დღეიდანვე გცოდნოდათ, მთავრობის პროგრამაშიც არის და საკმაოდ დიდი სიახლეა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“მე მოგახსენებთ იმ გეგმების შესახებ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ჩემი მინისტრობის შემთხვევაში ექნება დაწყებული ამ პერიოდიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით ჩვენ წარმოვადგენთ არაერთ პაკეტს მნიშვნელოვანი რეფორმებისა. ეს რეფორმები პირობითად ორ ნაწილად იყოფა: პირველი − ეს არის მიმართული საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისკენ საქართველოში და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებისკენ; ხოლო მეორე − არის ადამიანის უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის მიზნის შესრულებისაკენ. პირველ რიგში, უკვე რამდენიმე კვირაში თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება ცვლილებათა პაკეტი გადახდისუუნარობის სისტემის ძირეული რეფორმის თაობაზე. კანონს ერქმევა „საქართველოს კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“. სათაურიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ძირეული რეფორმა შეეხება სწორედ და აქცენტს გააკეთებს რეაბილიტაციაზე და არა გაკოტრებაზე, როგორც ეს იყო აქამდე.

ჩვენ ძალიან საინტერესო საჯარო კონსულტაციები ჩავატარეთ დაინტერესებულ პირებთან, ბიზნესმენთა ჯგუფებთან და ყველა დიდი მოლოდინით არის განწყობილი ამ კანონისადმი. ჩვენ გვქონდა ერთი საკითხი, რომელიც იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების გადასაჭრელი იყო. ეს საკითხებიც გადაიჭრა ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ და ეს რეფორმა უკვე წარდგება, როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენ წინაშე ძალიან მალე.

ასევე, ჩვენ შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას. ეს არ იქნება ამავე პაკეტის ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით იქნება თქვენ წინაშე წარმოდგენილი. აქვე მინდოდა, უკვე დღეიდანვე გცოდნოდათ, მთავრობის პროგრამაშიც არის და საკმაოდ დიდი სიახლეა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად