წულუკიანი: უნდა იყოს წითელი ხაზები, რაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო სხვას

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალსიტებს განუცხადა, სადაც თავადაც მონაწილეობდა.

“ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლავს, ემოციები, ამ ემოციებს შორის ერთ-ერთი პრობლემატური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატებთან მიმართებაში. ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალში საცემია, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან, არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რაც შეძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ აკადრო სხვა ინდივიდს.

“მე არ ვფიქრობ, თუ კი აქ გარკვეული, ძალიან ფრთხილი, ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ეს იქნება პრობლემა. პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს, იმისათვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...