წულუკიანი: თუ ხვალ ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, ამის აკრძალვაც მოგვიწევს

ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საინფორმაციო პროგრამა „მოამბესთან“ განაცხადა.

„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს.

დღეს, გუშინ და გუშინწინ ქუჩაში იყო ბევრი მანქანა, მოძრაობს ბევრი ადამიანი; დღეს, დილით, თათბირზე რეგიონებიდანაც მივიღეთ ფოტო-ვიდეომასალები, სხვა ინფორმაცია და ჩავთვალეთ, რომ უკვე დადგა დრო, გვემსჯელა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეს გავაკეთებინოთ ის, რასაც მოწოდებების მიუხედავად თავად არ აკეთებს“, –  განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით 21 აპრილამდე ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად