წულუკიანი: სჯობს ომბუდსმენმა რიგითი პატიმრები ნახოს, ის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან არის ნამყოფი

“ის საუბრობს რიგით პატიმრებზე, მაგრამ რიგითი პატიმრები მას არ უნახავს”-ამის შესახებ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” სახალხო დამცველმა თქვა, რომ უწყებებთან მუშაობისთვის მზად არის. მე მინდა, ამ შემოთავაზებით ვისარგებლო და შევთავაზო, რომ 15 დაწესებულებიდან ნებისმიერში, მათ შორის ე.წ ზონებში (ღია დაწესებულებებში) და მასთან ერთად წავიდე. იმედია, ის შეხვდება რიგით პატიმრებს. 2 წელია, საქმიანობს და სულ ოთხჯერ არის დაწესებულებაში ცნობილ პატიმრებთან ნამყოფი.

ის საუბრობს რიგით პატიმრებზე, მაგრამ რიგითი პატიმრები მას არ უნახავს. რა თქმა უნდა, მისი ჯგუფის წევრები ხშირად დადიან, ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ, მაგრამ ჯობია, მან თავად ნახოს რეალური პატიმრები, რეალური პრობლემები.

არავითარი კრიმინალური მმართველობა დაწესებულებებში არ არის. დაწესებეულებებს მართავს დაწესებულებებში, ისევე, როგორც თავისუფლებაზე, არის შემთხვევები, როცა ადამიანი ცდილობს, დაჩაგროს მეორე ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დროულად აღკვეთოს. შესაბამისად, ეს პრობლემა არის სხვანაირად დანახული”, – თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა დღეს, 10 დეკემბერს ციხეებში კრიმინალური სამყაროს წევრების, ე.წ მაყურებლების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სხვა პატიმრებს აკონტროლებენ.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ციხეებში არაფორმალურ მმართველობას სისტემური ხასიათი აქვს და იმ დაწესებულებებში, სადაც ასეთი მმართველობა შეინიშნება, სახალხო დამცველისადმი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად