წულუკიანი: სარალიძის მკვლელობის საქმის დასკვნა “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური კრახია

ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი თბილისის №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვანა, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, რომელსაც კომისიაში შემავალმა "ქართული ოცნების" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. 

საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად "ევროპული საქართველოს" დასკვნაა, არასერიოზული და პირადად მათთვის ერთი დიდი პოლიტიკური კრახია, გამომდინარე იქედან, რომ ისინი ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, რომ გამოავლენდნენ მკვლელს, თითქოს პროკურატურამ და შსს-მ ვერ გამოავლინა, რომ გახსნიდნენ ამ კომპლექსურ და ძალიან სენსიტიურ საქმეს, გამოავლენდნენ პირებს ვინც ხელს აფარებდა დამნაშავეებს, ვერცერთი ეს მოლოდინი მათ ვერ გაუამართლეს და მე ვთვლი, რომ მათ სერიოზული ახსნა მოუწევთ რატომ შექმნეს ეს მოლოდინი, იყო თუ არა ეს უპასუხისმგებლო და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვენლოვანია, იყო თუ არა მათი საქმიანობა მართლმსაჯულებაში ჩარევა, რადგან როდესაც მე პირადად ჩემს ევროპელ კოლეგებს ვესაუბრები, მათ უკვირთ, როგორ შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტია აწარმოებდეს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განხილვაში აქვს სააპელაციო სასამართლოს. ეს არის ყველასთვის წარმოუდგენელი და ჩემს თვალში, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ევრიოპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაა", – განაცხადა თეა წულუკიანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად