წულუკიანი: საქართველოში ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა დაურეგისტრირებელი 1 500 000 ჰა მიწაა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს დაამტკიცა მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. ასევე, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.

საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პარლამენტს წარედგინება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა დასარეგისტრირებელი მილიონ ნახევარი ჰექტარი მიწაა.

““რაც შეეხება, მიწების ოდენობა რამდენია დარჩენილი, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეისათვის ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა რეგისტრირებულია 2 მლნ ჰექტარი, და დასარეგისტრირებელი რჩება 1,5 მლნ ჰექტარი. უკვე რეგისტრირებული მიწებიდან ძალიან დიდი ნაწილი დარეგისტრირდა, ბოლო 3 წლის მანძილზე, მაგრამ როგორც დღეს დილით პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ჩვენი მიზანია რომ მომდევნო 3 წელიწადში დარჩენილი მიწებიც დარეგისტრირდეს გამარტივებულად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად