წულუკიანი: საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში

” დროებით, მედპუნქტები განთავსებული არის შესაბამისად, ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში”-ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ჩვენს პატიმრებს ვუთხრა, რომ ბოლო შაბათ-კვირის განმავლობაში ფართომასშტაბიანი მუშაობა მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში; ეს არის ქალთა დაწესებულება, გლდანის მერვე დაწესებულება და ქუთაისის მეორე დაწესებულება, რომლებიც ე.წ მიმღები დაწესებულებები, ანუ არის ციხეები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსახლებელ პატიმრებს, ახალდაკავებულებს.

მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ.

დროებით, მედპუნქტები განთავსებული არის შესაბამისად, ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა იქ მყოფი მსჯავრდებული და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე ამგვარი საეჭვო სიმპტომის ახალდაკავებული პირი იყო ცხრა. აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებულია სამოქალაქო კლინიკებში.

ყველაზე საეჭვოს შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში, არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებსა და პერსონალში დაფიქსირებული არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად