წულუკიანი: სააკაშვილი პუტინივით საუბრობს და ჩარჩენილია წარსულში

ამის შესახებ იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული განცხადები საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად საუბრობს პუტინივით, რომელსაც ევროკავშირელები და ევროპელები კოლონიზატორები ეგონა ყოველთვის, დღესავ ჰგონია და ამას ხმამაღლა ამბობს.  ჩვენ ვიცით ერთი, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, ისტორიული და რა თქმა უნდა ხალხის არჩევანი არის ევროპაში.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ჩარჩენილი იმ წარსულში რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ჩვენ ქვეყანას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ტაბულა” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად