წულუკიანი: “რუსთავი 2”-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ეტაპზე ცვლილება ვერ განხორციელდება 

ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

“ვფიქრობ, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე კომპანიის სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს მას და სამართლებრივი პრეტენზიები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარია ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, გვესმოდეს რომ 2 წელია რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია და ვერავითარი ტრანზაქცია იქნება ეს საჯარო რეესტრი  იუსტიციის სამინისტრო ან რომელიმე სხვა სსიპი ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს მანამ, სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება ძალაშია და მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რუსთავი 2″-ის 9% წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიას და”რუსთავი 2”-ის ე.წ. გაყიდვების სახლს სასამართლოში უჩივლა  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად