წულუკიანი: როცა გაფრინდაშვილზე ინფორმაციას ვავრცელებთ, უნდა დავუკვირდეთ, სიტყვებს როგორ ვაფორმულირებთ

ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენი მთავრობა, შესაბამის სტრუქტურები და ყველა ის არხი რასაც შეიძლება სახელმწიფო ფლობდეს, არის გააქტიურებული იმისთვის, რომ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც შეიძლება მალე მოხდეს.

დღეს პრემიერის მოწოდება იყო, რომ ასეთ პირობებში ყოველთვის მნიშვნელოვანი თვითონ დაკავებული პირის ინტერესი და სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე ინფორმაციას რა ფორმით ვავრცელებთ. სიტყვებს როგორ ვაფორმულირებთ და ამას ყველა დავუკვირდეთ. მე მინდა ამ მოწოდებას შევუერთდე, აქედან გამომდინარე, მინდა ვუსურვო ოჯახს, ოჯახის წევრის გათავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერიო კეთდება და ეს პროცესი მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში”. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად