წულუკიანი: პრორუსული გადაწყვეტილებების კასკადი ”ნაცმოძრაობის” დროს მახსოვს

პრორუსული გადაწყვეტილებების კასკადი ”ნაცმოძრაობის” დროს მახსოვს,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტს და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

“მახსოვს ძალიან ბევრი რამ. მახსოვს ძალიან ბევრი პრორუსული გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს. ამაზე ცდილობთ დრო დამაკარგინოთ და არ გამოგივათ. გპასუხობთ თქვენ რუსთავი 2-ს, “ნაციონალური მოძრაობის” დროს დიახ, მახსოვს მრავალი კასკადი პრორუსული გადაწყვეტილებების. რიგით მეორე პირი, ირაკლი კობახიძე გადადგა თანამდებობიდან, ასეთი პასუხისმგებლობის აღება ადრე არ მახსოვს”,-განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად