წულუკიანი: პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან აქვს მცდელობა, ის არ არის პოლიტპატიმარი

ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლების ამბობენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები,

“მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები რომლებიც ეწვევიან ხოლმე საქართველოს, ყველა არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი და მათ აზრებს ჩვენ ყურადრებით ვისმენთ.
უბრალოდ, ერთს დავსძენდი, ჩვენ ქარულ პენიტენციურ სისტემაში, რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტიკური პატიმრებ.

პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან ამგვარ მცდელობას ახორციელებს, რა თქმა უნდა, ის ვერ არის პოლიტიკური პატიმარი” – განაცხად თეა წულუკიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად