წულუკიანი: პატიმრებს კვების და სხვა ტიპის პრობლემა არ აქვთ, მედიკამენტებიც საკმარისზე მეტია

” პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, კარგად, მონდომებით”-ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ოჯახების დასამშვიდებლად, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ციხეების მაღაზიებში არსებობს საკმარისზე მეტი პროდუქტი. ციხეების კვებაზე, პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, კარგად, მონდომებით და გამართულად. არავითარი კვების და სხვა ტიპის პრობლემა პატიმრებს არ გააჩნიათ. ასევე მედიაკმენტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს 15-ვე პენიცენციურ დაწესებულებაში”-ამბობს წულუკიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად