წულუკიანი: ოპოზიცია თუ შემოთავაზებაზე არ წამოვა, მოუწევს თავიანთი პროპორციული უბარიერობა გამოიგლოვოს

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

თეა წულუკიანი: მოლაპარაკების პროცესში როცა ხარ ჩართული რა თქმა უნდა. რაღაც ელემენტალური წესების დაცვა არის სავალდებულო. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეა, შესაბამისად შეფასებები, ალბათ, თუ გნებავთ  ამ ეთერში თუ სხვაგან გავაკეთოთ როდესაც დაიხურება ეს მოლაპარაკებები ამა თუ იმ შედეგით.

დღესვე შეიძლება ითქვას ჩემი გადასახედიდან და სრულიად ობიექტურად ის,  რომ გულწრფელად ჩემი მხრიდან ის, რომ  ეს შეხვედრები მაინც ვთვლი, რო იყო საჭირო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვესმინა მათი პოზიციები და  მათ მოესმინათ ჩვენი პოზიციები. თუნდაც ეს  შეხვედრები იმისთვის ღირდა, რომ ჩვენ მათ ამ შეხვედრებზე, სწორედ იმ ადამიანების ჩართულობით, ფასილიტაციით და დახმარებით და მათი იქ ყოფნის პირობებში დავანახეთ, რომ ჩვენ ვართ უფრო გულწრფელები  ვიდრე ისინი, რომ ჩვენ გვაქს შეთავაზებები, ჩვენ მათ არ ვატყუებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, რეალობა არის ის  რაც წერია კონსტიტუციაში,  თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტად პროპორციული გავხადოთ სისტემა. მაგალითს ვიტყვი ერთს, რომ როდესაც მათ თქვეს, რომ პოლიტ პატიმრების სია გადმოსცეს, გარეთ იყო უკვე ხალხი თითქმის ყველა ორი-სამი ადამიანის გარდა, 70-ზე მეტ პირიანი სია მოიტანეს, რა თქმა უნდა ეს სია ჩემთვის და ბატონი არჩილ თალაკვაძისთვის კი არ მოიტანეს, ეს მოიტანეს ელჩებისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ვფიქრობ, რომ  სწორედ იმავე ელჩების თანდასწრებით  ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე მივიტანეთ ეს ამბავი, რომ იცით რა? და ერთ-ერთი მართლაც იყო ციხეში, ოღონდ  მკვლელობისთვის და შემდეგ ბატონმა ვაშაძემ ბრძანა, რომ უი ეს მართლა არ ვიცოდი წავალ და რომ მოვალ შემდეგ შეხვედრაზე ვიტყვი ჩვენს სიაში როგორ მოხვდაო, შესაბამისად ეს შეხვედრები მაინც ამისათვის საჭიროა. ისინი რა თქმა უნდა ვერასოდეს მოიშლიან, ყველას ეს არ ეხება ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“  პირველ რიგში, მის ნაფოტებს ბოკერიას სახით სხვებს შორის, ვერ მოიშლიან ვერასოდეს, რომ მათთვის მთავარი არის რას ფიქრობს უცხოელი. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავანახოთ მათ სიმართლე და გულწრფელობა.  ახლა ჩვენ ველოდებით პასუხს, რა არის მათი პასუხი, იმაზე უნდათ თუ არა  უფრო პროპორციული სისტემა.

შალვა რამიშვილი:  რა ფორმით უნდა დაელაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობას“ როცა ერთ წუთას მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან და მეორე წუთას პარლამენტის წინ სკანდირებენ?

თეა წულუკინი:  რა თქმა უნდა თქვენ მართალი ბრძანდებით, მაგრამ იმ  ლოგიკაში  რა ლოგიკითაც მესაუბრებით და იმ ლოგიკით რა ლოგიკითაც მე თქვენ გესაუბრებით, ანუ პოლიტიკურ   და დიპლომატიის ლოგიკით, რაშიც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დროებით მოვექცეთ, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორების ინიციატივა იყო, რომ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ.

შალვა რამიშვილი: ანუ უცხოელი რას ამბობს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია?

თეა წულუკიანი: მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის იმაზე მნიშვნელოვანი  ვიდრე რას ფიქრობთ თქვენ და მაგალითად „ფრონტერას“ ქართველი თანამშრომელი,  მაგრამ ეს რა თქმა უნდა  ჩვენი პარტნიორების აზრი არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს  დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ გულწრფელები, გავქვს შეთავაზებები,  რომ ეს არის კონსტრუქციული დიალოგი სწორედ მათთან ვინც მაგალითად და ეს მოლაპარაკებების მაგიდაზე ვთქვი, რომ მე ვზივარ აქ  მაგიდასთან, როდესაც წინა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იმ ხალხმა, ვინც მეორე მხარეს ზის თქვა, რომ არა პირდაპირ დაანონსეს ჩემი ასე ვთქვათ მკვლელობა და ახლა  რომ  ჩვენ აქ შემოგვაკვდეს ეს მინისტირიო, მერე სად მიდიხართო ხელისუფლებას უთხრეს, იყო ასეთი. შესაბამისად მე არა მაქვს პრობლემა ასეთ ადამიანებთანაც კი თუკი ეს მოლაპარაკების  მაგიდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მოლაპარაკების მაგიდასთან ასე ვთქვათ ომიც კი შეიძლება შეწყდეს რამდენიმე საათით. ეს მაგიდა მნიშვნელოვანია, ჩვენ ფიქრობთ, რომ ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს  შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ გამოიგლოვონ ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული უბარიერობა, მათ შორის სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად