წულუკიანი NDI-ის კვლევაზე: რომ გითხრათ, ამ კვლევის შედეგებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, სწორი არ იქნება

ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ეროვნულ დემოკრატიული ინსტირუტის” (NDI)ის დღეს გამოქვეყნებული პოლიტიკური კვლევის ნაწილს.

“რა თქმა უნდა, ბუნებრივია, როდესაც ესა თუ ის, ამ ტიპის კვლევა მრავალი წლის განმავლობაში ტარდება იმ რეგულარობით, რა რეგულარობითაც ტარდება, იმ კითხვების ფორმულირებებით, როგორც ეს კითხვები არის ხოლმე ფორმულირებული და ასევე ველზე ჩატარებული სამუშაოების მეთოდებით,

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ქცეული პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად. ეს ადრეც მითქვამს, ჩვენი გუნდის წევრებს მრავალჯერ უთქვამთ და დღესაც იგივე შემიძლია გავიმეორო. ჩვენ რა თქმა უნდა, გავიგეთ, რომ ეს კვლევა ჩატარდა, გამოქვეყნდა შედეგები, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამ კვლევის შედეგებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ან სამუშაო ინსტრუმენტად ვიყენებთ, როგორც უნდა იყოს სოციალური კვლევა, სამუშაო ინსტრუმენტად ქცეული შემდეგ, ეს ნამდვილად ასე ვერ იქნება” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად