წულუკიანი: “ნაცმოძრაობა” გავაფრთხილეთ, რომ ტყუილებს უპასუხოდ არ დავტოვებდით

“ამ მეთოდებით ისინი ფონს ვერ გავლენ.”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანული მედიასაშუალება “დოიჩე ველეს“ სტატიას, სადაც გიორგი გახარისს “მოსკოვის კაცად“ მოიხსენიეს.

“მე პირადად ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი ღიმილისმომგვრელ მცდელობას “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დანაყოფების, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია. ეს მეთოდი მათი ტრადიციული მეთოდია, ბრძოლის მეთოდია, თუმცა გაისად მოდის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ ამ მეთოდებით ისინი ფონს ვერ გავლენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ მომავალში არცერთ ტყუილს უპასუხოდ არ დავტოვებდით, რასაც სამწუხაროდ, ვაკეთებდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომაც ვპასუხობ ამ დიდ ტყუილს და ვღებულობ მონაწილეობას იმ დიდ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავწიოთ და რომელსაც მხილება ჰქვია. როგორც ჩანს, ეს არის მათი რეაქცია იმ დიდ კრახზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შრომის, მრავალწლიანი შრომის შედეგები დავანახოთ საზოგადოებას და არ ვიყოთ კონცენტრირებული იმ ტყუილებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ყიდიან“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გერმანულმა გამომცემლობა “დოიჩე ველემ” პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებული სტატიაა სახელწოდებით, “ “საქართველოს პარლამენტმა პრემიერად “მოსკოვის კაცი” დანიშნა”, მოგვიანებით ჩააასწორა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...