წულუკიანი ნატო ჩხეიძეს: ბოდიშს ნუ მომახდევინებთ იმისთვის, რომ დღეს დავიბადე (ვიდეო)

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამოუკიდებელ დეპუტატს ნატო ჩხეიძეს.

“თუ მიკროფონიდან არ მოგილოცავთ დაბადების დღეს ალბათ, არ მიწყენთ” – ასე მიმართა  დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს დაბადების დღე მიულოცეს.

„ქალბატონ ნატოს ვთხოვ, ბოდიშს ნუ მომახდევინებს იმისთვის, რომ დღეს დავიბადე. ასე მოხდა ზუსტად 45 წლის წინ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ყველა ქალს, ვისაც ეს ასაკი დაუდგა“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად