წულუკიანი: მივესალმებით თუ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას “მე ვბრუნდები”-ს გამოეხმაურა:

“ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს. თითქოს ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება რა თქმა უნდა დაკავების პროცედურა საზღვარზევე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ დადგენილი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად