წულუკიანი: “მეწარმეთა შესახებ კანონი” მოძველდა, ახალ კანონპროექტზე კონსულტაციები შემოდგომაზე დაიწყება

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

“მიწის რეგისტრაციის რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან ის წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, კიდევ აჩვენებს ხარვეზებს მიწის რეგისტრაციის ნაწილში. ჩვენ ვიმსჯელეთ მთავრობის შიგნით და გვაქვს კანონის პროექტი, რომელიც დარჩენილ ხარვეზებსაც აღმოფხვრის. „მეწარმეთა შესახებ კანონი“, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ძალიან მოძველდა. ახალი კანონის პროექტის გარშემო საჯარო კონსულტაციები გაიხსნება შემოდგომაზე და იმედი მაქვს, რომ ამ კონსულტაციების შედეგად წლის ბოლოს თქვენ წინაშე ეს რეფორმაც იქნება წარმოდგენილი. ასევე, გაერთიანდება ის ორი კანონი, რომლებიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ არსებობს, რადგან ერთიც ხარვეზიანია და მეორეც − შემუშავდება ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოში.

“აღსრულების კოდექსზე მუშაობა დასრულდა, ასევე, საჯარო კონსულტაციებიც და თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება რეფორმა უკვე ამ შემოდგომაზე, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას აღარ ეყოლებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა, დაახლოებით, იმავე მოდელზე, როგორც არსებობს ნოტარიატში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...