წულუკიანი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე: სუს-მა პრაქტიკულად დანაშაული აღკვეთა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გადაცემა “ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ სუს-მა პრაქტიკულად დანაშაული აღკვეთა.

„მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. მე ვიცნობ მხოლოდ ჩანაწერს როგორც ყველანი. არც იმ ენას არ ვფლობ, რომელიც სხვათაშორის ძალიან ლამაზია. პირველ მოვუსმინე ასე ვრცლად, თარგმანი ვნახე მხოლოდ. ვიცნობ მხოლოდ ზეპირ განცხადებებს, ორი მხარე რასაც ამბობს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, კიდე ერთხელ მადლობა ვუთხრა სუს-ის თანამშრომლებს, ვინც პრაქტიკულად ეს დანაშაული აღკვეთეს“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის კვალიფიკაციაზეც ისაუბრა:

“კვალიფიკაციას რაც შეეხება, იყო ეს შურისძიების მოტივით ჩადენილი ან მომზადება დანაშაულის შურისძიების მიზნით, ჯდება ეს ტერორიზმის შესაბამის მუხლებში, ეს მე არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ ეს საქმის მასალებიდან არის გამომდინარე. რომც იყოს საწყისი კვალიფიკაცია მხოლოდ იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე რაც სუს-ს დღეს ხელთ აქვს, თუ ახალი მტკიცებულებები გაჩნდება, შეიძლება ან კვალიფიკაცია შეიცვალოს ან დარჩეს იგივე“,- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად