წულუკიანი: ხვალ, ოფისის პირობებში აუხსნიან, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრიმა თეა წულუკიანმა მედიასთან განაცხადა.

“კიდევ ერთხელ შეხვდებიან მათ და აუხსნიან ოფისის პირობებში, რომ გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას. სულ ეს არის” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. როგორც  ირაკლი კობახიძემ  ჟურნალსიტებს განუცხადა, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად