წულუკიანი: გუშინ საქართველოს პატრიარქზე ღია და აგრესიული თავდასხმა მოხდა

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ – მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმების სერია ეკლესიაზე, უკვე მრავალი თვეა და გუშინ ამან მიაღწია პიკს, როდესაც მოხდა ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე. ჩვენი პოზიცია ძალიან პრინციპული და მყარია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და მან შეძლოს, მიუხედავად იმ ასაკისა, რომელიც მას აქვს, გააგრძელოს რაც შეიძლება დიდხანს ეკლესიის მართვა. ეს ძალები, ვინც თავდასხმის უკან დგას, ვფიქრობ, საზოგადოებისათვის გამოსაცნობი არ არის, ეს არის ძალები, რომლებიც ზოგადად ებრძვის ყველაფერ იმას, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ ვგუსლიხმობთ ყველას, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასმებს ახორციელდებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე, ახლა როგორც ჩანს მათ ჩათვალეს რომ ღია თავდასხმის საგნად უნდა იქცეს ის, ვინც ეკლესიაში არის მთავარი და ვინც არის ღერძი ეკლესიის, რომელმაც დღემდე მოიტანა არა მხოლოდ ეკლესია, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

რა თქმა უნდა ის რაც ჩვენ ვიხილეთ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს მხრიდან, ეს არის არამც თუ დამაიანებელი, არამედ ამგვარი ტიპის თავდასხმები მიზნად ისახავს ნგრევას, არის ანტიერონული და ანტისახელწმიფოებრივი. ამაზე ბევრჯერ იტქვა, რომ ის კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს, არის სიმბოლო ამ ყველაფერის, მასზე ამ ტიპის თავდასხმები აღიქმება როგორც არა მხოლოდ ეკლეიაზე, კონკრეტულ სასულიერო პირზე თავდასხმა, არამედ, თავდასხმა ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენ გვქმნის ქვეყნად და გვაერთიანებს.
მეუფე იაკობის განცხადება დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა, მას დამანგრეველს ვერ ვუწოდებდი, თუმცა, დამანგრეველი რაც იყო, ეს გუშინ ვიხილეთ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად