წულუკიანი: ერთი კვირის ვადაში პატიმრებს ექნებათ ტელეფონით საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი

ერთი კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ 16 მარტს პატიმრებს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ. ეს მთლიანად არის მოლაპარაკებების შედეგი და იმ კერძო კომპანიების დამსახურება, რომლებიც ციხეებს ემსახურება. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ეს 15 წუთი ყველა პატიმარს უფასოდ მისცეს. ასევე, მადლობა ეკუთვნის გენერალურ პროკურატურასაც, რომელმაც იმ ბრალდებულებს მოუხსნა შეზღუდვა, რომლებსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახთან და სხვა გარეშე პირებთან საუბრის აკრძალვა ჰქონდათ.

გუშინ ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ტექნიკურად 1 კვირის ვადაში გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია. მინდა, საქართველოში მათ ხელმძღვანელს, მის მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი დამატებით 15 წუთს დააფინანსებენ. შესაბამისად, 1 კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. სხვა გამოსავალი, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე, არც გვქონდა ,“ – განაცხადა წულუკიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად