წულუკიანი: ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება

ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დანარჩენი ყველა სერვისი გაიცემა მხოლოდ დაჯავშნის გზით წინასწარ, ელექტრონული რიგის მეშვეობით, ზუსტად ისე, როგორც ეს კორონავირუსის საქართველოში შემოსვლამდე ხდებოდა.

ეს დროებითი წესი იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ შევძლებთ კორექტირება გავაკეთით იმ ახალი წესის, რომელსაც გთავაზობთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად