წულუკიანი ენმ-ზე: როგორც 9 წელი არავის აძლევდნენ აზრის გამოთქმის საშუალებას, ახლაც ასე მოხდა

ბატონი კაპანაძე, პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიკროფონს უთიშავდა-ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს ადამიანები, როგორც 9 წლის განმავლობაში არავის არ აძლევდნენ აზრის გამოთქმის საშუალებას ახლაც მოხდა ასე. პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიკროფონი ჰქონდა გამორთული. ჩვენ დავინახეთ ისტერიკა, მცდელობა ამ გამრგინალებულმა ძალამ შემოგვთვაზოს რომ იყოს შუამავალი ხალხთან. ეს შუამავლობა არ გამოუვათ, ეს ლეგიტიმაცია მათ არ გააჩნიათ.

ჩვენ გვახსოვს ისინი, რეალურად შტურმისკენ მოუწოდებდნენ, შტურმი დაგეგმეს და მიატოვეს თავიანთი აქტივისტები და არააქტივისტები. გულწრფელი პროტესტის საფუძველზე გამოსული ხალხი შეატოვეს ქუჩას და გაიქცნენ. მათთან პირიქით იყო კითხვები. როდესაც თავმჯდომარე, ვითომ დემოკრატიის შუქურის წარმომადგენელი წარსულში რომ გამოგირთავს მიკროფონს იქ ,რა თქმა უნდა, შენ ხმას ვერ გააგონებ მედიას.”-განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად