წულუკიანი: დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური პირი და არა პოლიტიკოსი, ვინც შეიჭრება საარჩევნო უბანზე

“ჩვენი კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ცრუ კანდიდატების არსებობის საშუალებას მომავალ არჩევნებზე და ამით სახელმწიფო რესურსისა და საეთერო დროის ერთი პოლიტიკური ძალისთვის ორჯერ და მეტჯერ გამოყენებას”. – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც თავადაც მონაწილეობდა.

როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, მისთვის პრიორიტეტულია ის რეკომენდაცია, რომ კანონმა ჩამოაყალიბოს, თუ ვის აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი.

“დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური პირი და არა პოლიტიკოსი, რომელიც შეიჭრება საარჩევნო უბანზე და თავს გაყიდის დამკვირვებლად, იმიტომ, რომ ბეიჯი აქვს კისერზე დამკვირვებლის და ამით ურევს პროცესს.

ამის საშუალებას დღეს კანონი იძლევა და ამიტომ არის ეს კანონი ხარვეზიანი. თუნდაც ის საკითხი, რომ მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმების საშუალება უნდა არსებობდეს, დღეს ამ მონაცემების გადამოწმება ხდება ხელით. ეს არის ხარვეზიანია პროცესი და ჩვენი შეთავაზება სავარაუდოდ იქნება, რომ ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ და ელექტრონული წესით ხდებოდეს, როგორც მხარდამჭერთა მონაცემების შეგროვება, ასევე მათი გადამოწმება”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...