წულუკიანი: ჩუგოშვილს კომპეტენცია რომ ჰქონოდა, ცხელ გულზე გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა

ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა.

“გამოცდილი პოლიტიკოს იმ ნაბიჯს არ გადადგამდა, რაც მან გადადგა. შეიძლება ეს ემოციებსა ან იმედგაცრუებას დავაბრალოთ, რაც იმ წუთში ბევრს ჰქონდა, მათ შორის, მაგალითად, გიორგი კახიანსაც, რომელმაც ეს დღეს დაადასტურა. მე არ მქონია ასეთი იმედგაცრუება, პირიქით, ის არ მომწონა რაც ხდებოდა. ანუ, ნულოვანი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები არ მომწონდა. ვისაც ამ სისტემაზე გადასვლა უნდოდა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმედგაცრუება ჰქონდათ და ამის გამო მათ ვერავინ უსაყვედურებს, მაგრამ ამის გამო ის გუნდი მიატოვო, რომელშიც შენი წვლილი გაქვს შეტანილი, საქმე გიკეთებია, ვფიქრობ რომ ეს პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობას უკავშირდება. თუმცა, შეიძლება ვცდები და მე მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს და ამას ვამბობ ხმამაღლა.

მე არ ვაფასებ თამარ ჩუგოშვილს, როგორც ადამიანს. რა თქმა უნდა, ის შრომობდა, გასცემდა დაპირებებს და შემდეგ, ადამიანურად რთული იყო. ჩემთვის არავის მოუცია უფლება და არც მე მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ის შევაფასო როგორც ადამიანი. მაგრამ, თუ გნებავთ, შევაფასებ და ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. მე შევაფასე პოლიტიკოსი და ამის უფლებაც მაქვს. მე ვთვლი, რომ პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა თუ მას ექნებოდა მეტი კომპეტენცია, ცხელ გულზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად