A1 ბანერი

წულუკიანი: …ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში – კაკულიების გუნდში 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, პრინციპში ბევრი სასაუბრო აღარაფერი დარჩა. იმიტომ რომ ერთი კვირა საკმარისი დროა სამსჯელოდ რომელი პოზიციაა სწორი. მაგრამ, ეს არ არის ის თემები რომელიც გუშინ გაჟღერდა.

ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების თემა. დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, რომ მქონდეს იმედი, რომ ჩემი პოზიცია გაზიარებული იქნება. თუ კი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი. ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი.

რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება “ქართულ ოცნებასთან”, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო”, – განაცხადა თეა წულუკინმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...